„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უამინდობა გრძელდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იწმინდება და ტექნიკა მუშაობს აცანა-მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით“ _ აღნიშნულია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
„პრემიერის ბრძანებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 599 058700“ _ ვკითხულობთ განცხადებაში.