„80 წლის ბებიას 3 ობოლი ბავშვი ჰყავს, სახლი ავარიულია, ფანჯრები ბებიას საწოლზე თოკით ჰქონდა გამობმული…“ _ ზედა ბახვში ოჯახს დახმარება სჭირდება

|

Loading

ბებიასა და შვილიშვილებს დახმარება სჭირდებათ

გურიაში დიდთოვლობის გამო ადამიანები სოფლებში ჩაკეტილები არიან. უშუქობის გამო მათთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ ხდება. ფეისბუქ-ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზედა ბახვში 80 წლის ბებია და სამ ობოლი შვილიშვილი ავარიულ სახლში ცხოვრობენ და რამდენიმე დღეა, კონტაქტზეც არ გამოდიან.

მესამე დღეა ვერ ვუკავშირდებით. 80 წლის ბებიას სამი ობოლი ბავშვი ჰყავს… მესამე დღეა კავშირი აღარ მაქვს… სახლი უკანა მხარეს ავარიულია… ფანჯრები ქალს თოკით ჰქონდა საწოლზე გამობმული, ისე აკავებდა.. .ძალიან გთხოვთ, იქნებ მოხერხდეს ამ ბებოს და ბავშვების დახმარება. გულიკო დოლიძე, ოზურგეთის რაიონის სოფელი ზედა ბახვი… მშვიდობაური ჰქვია იმ დასახლებას…” _ წერეთ ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“.

რას ჩივი?