ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ქალაქში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „საავადმყოფოსთან, აფთიაქთან და მარკეტებთან მისასვლელი გზები ლანჩხუთის ცენტრში. ეს მდგომარეობაა სამი დღეა. მესმის, რომ ვერცერთი ტექნიკური და ადამიანური რესურსი ვერ გაწვდება იმას,რაც ახლა გურიაში ხდება,მაგრამ როცა ცენტრი ასეთ დღეშია, ამ ცენტრიდან 20, 25 და 30 კმ მოშორებულ სოფლებში რა ხდება, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია“.

კლინიკა „მედალფას“ და აფთიაქ „ავერსის“ წინა ტერიტორია
მისივე თქმით, სუფსის, შუთის და სხვა მდინარეების კალაპოტის შესაცვლელად და ქვა-ღორღის მოსაპოვებლად როცა სჭირდებათ ტექნიკა,ოხრადაა: „გამწარებული, სობელი და გზაში ათას ხიფათს გამოვლილი კაცი რომ ჩამოვა ცენტრამდე, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები მოიმარაგოს, მაღაზიას და აფთიაქს მაინც მიადგეს ადამიანურად!“ _ წერს საკრებულოს წევრი.