ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა გაიხსნა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარით დაფინანსდა.
ახალ შენობაში გადასვლა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ და სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ია მოქიამ მიულოცეს.
„წითელი ლენტი“ სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ნანი მარგალიტაძემ გაჭრა
სამუსიკო სკოლის გახსნა მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
სუფსის სამუსიკო სკოლა თავისი პროფილით წარმატებული სასწავლებელია, მისი აღსაზრდელები წარმატებით გამოდიან ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფესტივალებში. სასწავლებელი ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების (დირექტორი ლია ურუშაძე) შემადგენლობაში შედის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო და ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლებთან ერთად. მას ნანი მარგალიტაძე ხელმძღვანელობს.
სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს