ლანჩხუთის მერია მოსახლეობას კალანდის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.
ამ მიზნით, 13 იანვარს, ღამის 11 საათზე, ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
პარალელურად დაიწყება კონცერტი, რომელშიც ,,ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია მონაწილეობენ.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში დაგეგმილ კალანდის ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი 14 იანვრის 01:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს.