დღეს, 27 ნოემბერს, 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.
ადვოკატ ანა თავხელიძის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულიი ქალის უფლებებს იცავდა, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მისივე ცნობით, სხდომას ბრადლდებული არ დასწრებია და ასევე არ არის ინფორმირებული, იმყოფება თუ არა ბიზნესმენი საქართველოში.
„20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით“ – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლონ 32 წლის მეჰმეთ უიარი უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამას „ლანჩხუთის“ პროტესტი მოჰყვა. კლუბმა დაძარალებულოს სოლიდარობა გამოუცხადა და „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშების ჩატარებაზე უარი თქვა. გურულმა კლუბმა ბანერზე დაწერა პროტესტის მიზეზი: „მოძალადის მხარდამჭერა ძალადობის თანამონაწილეობაა!“
2025 წლის 9 დეკემბერს, „ნიკე-ლუსოს“ ბანკეტის შემდეგ გაუპატიურებაში ადანაშაულებს 20 წლის ქალი ფეხბურთელი კლუბის მაშინდელ მფლობელს, მეჰმეთ უიარს.
დაზარალებულის თქმით, 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა გააუპატიურა და გონება დაკარგა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ თურქი ბიზნესმენის წარმომადგენლები ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ თუ საპროცესო გარიგებას დათანხმდებოდა.





