„2017 წლის 23 ნოემბერს… ზუსტად 00:40 საათზე შეტყობინება გავუგზავნე საზღვარგარეთიდან ჩემ ძამიკოს, ტექსტი ზუსტად ასეთი იყო“ – წერს 2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 21 წლის გურული ახალგაზრდის, გიორგი მორთულაძის და სოციალურ ქსელში.
მისი წერილი ძალიან ემოციურია:
„ძამიკო, გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ეს შენი დღეა და წმინდა გიორგი იყოს შენი შემწე მუდამ, ჩემო გიორგი. გისურვებ ყოველივეს ასრულებას, რასაც გულით ატარებ. ძალიან მეამაყები! მე ყველას შენზე ვესაუბრები თუ როგორი ნიჭიერი ხარ, როგორი ხატმწერი, სტუდენტი და ჭეშმარიტად ქრისტიანი… როცა შენზე მოყოლას ვიწყებ, საუბარს ვეღარ ვასრულებ, კაკალო. მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ერთადერთი ძამიკო ხარ…
იცოდე, რომ მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ შენთვის და საუკეთესო და ვიქნები. უზომოდ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე და მენატრები.
ეს ზაფხული, რომელიც ერთად გავატარეთ, საუკეთესო იყო… გილოცავ, ჩემო სიცოცხლე და გკოცნი ძალიან ბევრს“.
ეს შეტყობინება ჩემს ძამიკოს არ წაუკითხია, მე კი ყოველ წელს, უკვე მე-10 წელია, იგივე შეტყობინებას ვუგზავნი.
ჩემი თვალება თავის ბოლო საათებს და წუთებს ითვლის ამ წუთისოფელში…
მთავარი კი მოასწრო, თავის ტკბილ მამაოებთან ერთად წითელი ღვინით აღნიშნა გიორგობა და მერეე… მერე დგება 24 ნოემბერი…
იმიერში გილოცავ, ჩემო სიამაყე და ერთადერთო, იგივე სიამაყით, სიყვარულით, მონატრებით და მჯერა, რომ შენ ამას გრძნობ.
შენს დაიკოს არცერთი დღე არ უცხოვრია უშენოდ! გარდაცვალებაც კი ვერ დაასრულებს ჩვენ სულიერ კავშირს და საოცარ და-ძმობას.
შეხვედრამდე, ჩემო ერთო კაკალო ძამიკო“ _ წერს მარი მორთულაძე სოციალურ ქსელში.
მისი ძმა 21 წლის გიორგი მორთულაძე 9 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. გიორგი სტიქაროსანი და ხატმწერი გახლდათ, ასევე ვარჯიშობდა და იყო პერსპექტიული სპორტსმენი. მისი მეგობრები ამბობენ, რომ გიორგი მოსიყვარულე ბიჭი.
„ოქროს გული და ხელი ჰქონდა. ხატმწერი იყო და უხაროდა, რომ კარგად გამოდიოდა“ _ ამბობენ მეგობრები. გიორგის ფეისბუკის გვერდზე მრავლადაა მის მიერ შექმნილი ხატები. ითქვა, რომ როცა დაკვამლიანება დაიწყო, გიორგი სხვების დასახმარებლად იბრძოდა, მერე კი უკვე ლიფტში კვამლისგან გაიგუდა.
ასევე წაიკითხეთ: „ოქროს გული და ხელი ჰქონდა“: ბათუმის ტრაგედიას შეწირული გურული ბიჭი – „გიორგი სხვების დასახმარებლად იბრძოდა…“





