ბრინჯულა, ფოტოზონა და ეთნო სივრცე… _ „ლანჩხუთობაზე“ „ქართული ხმებისა“ და „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება

|

Loading

ლანჩხუთობა-2025 | გელა პატარაიას ფოტო

„ლანჩხუთობა-2026“ 11 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტი ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს.

დღის განრიგს მერიის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს. დღის 2 საათიდან ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაიწყება, მოეწყობა ეთნო სივრცე და გურული სამზარეულო, სადაც ბრინჯულას და სხვა ადგილობრივ ავთენტურ კერძებს დააგემოვნებენ.

ჩატარდება ღვინის დაწურვისა და არყის გამოხდის რიტუალი, დაგეგმილია სპორტული თამაშები და საბავშვო/გასართობი აქტივობები. მოხდება თიხის მინიატურული ნამუშევრების მოხატვა და ნახატების გამოფენა, ფოტოზონაში შეგეძლებათ ფოტოები გადაიღოთ, ანიმატორებს ბავშვებს გაახალისებენ.

16:00 საათიდან გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, რომელიც 1 საათზე გასტანს. ამის შემდეგ წლის საუკეთესო პედაგოგებს დააჯილდოვებენ და ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ.

საღამოს 6-დან კი, ლანჩხუთელებს და ქალაქის სტუმრები მოუსმენენ ,,ქართული ხმებსა“ და ,,გუფი ლენდს“.

„ლანჩხუთობა“ პირველად 2024 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა, როცა ასევე აღნინიშნა „გურიას“ 100 წლის იუბილე.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული „ეგნატეობა“ ტარდებოდა, რომელიც მასშტაბური იყო – მასში სოფლის კოლმეურნეობები და საწარმოები იღებდნენ მონაწილეობას.