„ამ ქვეყანაში, თუ ბევრი ფული გაქვს, უკვე ასეთი დანაშაულის შემთხვევაშიც შეგიძლია თავისუფლების ყიდვა“ _ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ლანჩხუთის“ პროტესტს ეხმაურება

|

Loading

„ლანჩხუთის“ პროტესტს ეხმაურება ქართველი პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

„ლანჩხუთის ქალი ფეხბურთელების პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ყურადღება მივაქციოთ მთავარს, რასაც მგონი სათანადოდ არ ვაკეთებთ.

ვიღაც პერვერტმა ნაბიჭვარმა, რომელიც კაცმა არ იცის რითია დაკავებული ამ ქვეყანაში და „ფრონტად“ იყენებს ქალთა საფეხბურთო კლუბს (არანაირი ბიზნესი ქალთა ფეხბურთი არაა საქართველოში):

1. ქალების გასახდელში დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები და ფარულად უყურებდა მათ.

2. გააუპატიურა 20 წლის გოგო, მფლობელობაში არსებული გუნდის მოათამაშე.

3. როდესაც ამ გოგომ იჩივლა, ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობდა თუ დავას შეწყვეტდა.

4. გოგო რომ ვერ დაითანხმა, მისი მეგობრის გავლით ცდილობდა იგივე შეთანხმების მიღწევას.

5. ისიც რომ ვერ დაითანხმა, ოჯახის წევრებზე გავიდა და მათ დარწმუნებას ცდილობდა.

6. ესეც რომ ვერ მოახერხა, როგორც სჩანს, ადგა და ეს ფული სასამართლოში მიიტანა.

და დღეს ეს ნაგავი თავისუფალია.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქია თუ გერმანელი. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს რომ ამ ქვეყანაში, თუ ბევრი ფული გაქვს, უკვე ასეთი დანაშაულის შემთხვევაშიც შეგიძლია სასამართლოდ წოდებულ უწყებაში თავისუფლების ყიდვა. ერთი ქვეყანა ვიცი კიდევ მსგავსი პრაქტიკით, ახლოს“ _ წერს პოლიტიკოსი.

2025 წლის დეკემბერში, 19 წლის ქალმა ფეხბურთელმა ძალადობაში ამხილა „ნიკე-ლუსოს“ პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი, რომელიც დაახლოებით 1 თვეში დააკავეს. იგი 9 თვის მანძილზე ელოდა განაჩენს, 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

„ლანჩხუთმა“ სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთელს და 29 სექტემბერს, „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩი მე-10 წამზე ჩაშალა. გურულებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“

ლანჩხუთის კლუბს სოლიდარობა გამოაუცხადა რამდენიმე ქალთა გუნდმა, მათ შორის იგივე წარწერით ბანერი გამოფინეს ბათუმში, ადგილობრივი გუნდისა და „კვარტალის“ შეხვედრის დაწყებამდე.