„რა სასტიკია ცხოვრება… ჩვენი სანათესაოს ობლად გაზრდილი თორნიკე თავის დედასთან წავიდა“… რას წერდა წლების წინ: „უშენოდ ყოფნა ყოფილა ძნელი, შენთან შეხვედრას ძალუმად ველი“

|

Loading

თორნიკე წილოსანი

ლანჩხუთი კიდევ ერთ ახალგაზრდას გლოვობს. ლესის მკვიდრის, თორნიკე წილოსანის გარდაცვალების შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

„რა სასტიკია ხანდახან ცხოვრება… ღმერთმა ჩაიხუტოს შენი კეთილი სული, თორნიკე!“ _ წერს ეკატერინა კვაჭაძე.

სამძიმრის წერილი გავრცელდა ლესის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქკის გვერდზე: „მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სოფლის მკვიდრის, თორნიკე წილოსანის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სოფელს“.

თორნიკეს დედა ადრე გარდაეცვალა და მასზე ის ხშირად წერდა.

„დღეს შეგისრულდა 40 წელი!
უშენოდ ყოფნა ყოფილა ძნელი,
და უშენობით მე გავხდი ბნელი,
შენთან შეხვედრას ძალუმად ველი“ _ ვკითხულობთ თორნიკეს გვერდზე, 2010 წლით დათარიღებულ ლექსში.

„დეიდაჩემი რომ გარდაიცვალა, პატარა ვიყავი, მაგრამ ის საშინელი დღეები გონებიდან არ ამომშლია… ახლა… არ მინდა ამის დაჯერება, რომ დეიდას ერთადერთი დანატოვარი, ჩვენი სანათესაოს ობლად გაზრდილი თორნიკე თავის დედასთან წავიდა… უფალს ებარებოდე, თოკო“ _ წერს დეიდაშვილი ანი ხუხუნაიშვილი.

„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს თორნიკე წილოსანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.