„უცებ გაფრინდა ბავშვობა… გივი უკვე მეორეკურსელია, წელს კი, რეზიმ გაგვახარა…“ _ ვისზე წერს „ჰო და არას“ რედაქტორი?

|

Loading

გივი და რეზი ზოიძეები

ლანჩხუთში გამომავალი გაზეთის, „ჰო და არას“ რედაქტორი, ნონა გიგინეიშვილი შვილების წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„გივი და რეზი… უცებ გაფრინდა ბავშვობა…

გივი უკვე მეორეკურსელია _ მაღალრეიტინგული, თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის.

ამჯერად კი რეზიმ გაგვახარა _ ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ვუსურვებ ჩემს შვილებს და ყველა მათ თანატოლს, ღირსეულად გაევლოთ ლაბირინთებით სავსე გზა. მხოლოდ გამარჯვება დაბედებოდეთ! გამარჯვებული ადამიანები ძალიან სჭირდებიან ჩვენს ქვეყანას“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნონა გიგინეიშვილი.

„გურია Today“ წარმატებებს უსურვებს გივი და რეზი ზოიძეებს.