ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, არასრულწლოვანი გადმოვარდა სკამიდან, რომლის დახმარებითაც ცხენზე დაჯდომას ცდილობდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ბახმარო და ცხენი

დღეს, საღამოს, ბახმაროში ბავშვი, რომელიც ცხენზე დაჯდომას სკამის დახმარებით ლამობდა, ცუდად გახდა და სკამიდან გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, იგი სასწრაფოს მოსვლამდე გონს მოვიდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შემოწმების მიზნით, საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის ქუჩაზე არასრულწლოვანი ცხენიდან გადმოვარდა, რაც არ დასტურდება. „ცხენზე არ დამჯდარა, სკამზე დადგა, ცხენზე რომ დამჯდარიყო, უცბად გულზე წაუვიდა, გადავარდა, თავი და კისერი დაარტყა, მაგრამ კარგად იყო, სასწრაფომ მაინც გადაიყვანა ყურადღების გამო“ _ დაწერა სოციალურ ქსელში თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს, ბახმაროს დოღის მიმდინარეობისა, რბოლაში მონაწილე ცხენი 7 წლის გოგონას დაეჯახა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მხოლოდ მცირე ნაკაწრები აღმოაჩნდა.