ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მხედრებმა“ ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე „SLAVYANSKI VENETS“ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ინფორმაციას კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ფესტივალის ფარგლებში ანსამბლის მიერ წარდგენილმა ორივე ქორეოგრაფიულმა ნომერმა („აფხაზური“ და „განდაგანა“) საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და Laureate I Class [1-ლი ადგილი] მოიპოვა.
ამას მოჰყვა ანსამბლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება _ წარმოდგენილი ნომრების მაღალი შედეგის საფუძველზე, „მხედრებს“ გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო _ GRAND PRIX, ნომინაციაში _ „ქორეოგრაფია“.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს ანსამბლ „მხედრებს“, მის ხელმძღვანელებსა და თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებსა და მონაწილე ქვეყნებს ქართული კულტურის დაფასებისა და ღირსეული მასპინძლობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ბატონ გოდერძი ქურიძეს, მხარდაჭერისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ _ აღნიშნულია ცენტრის ფეისბუკ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გურია Today“ ულოცავს „მხედრების“ და შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს!





