გურიაში, სოფელ გომში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ისინი უცხოელი ტურისტები არიან და კურორტ გომისმთადან ოზურგეთის მიმართულებით მიკროავტობუსით ბრუნდებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსმა, გზის სავალი ნაწილი დატოვა და ხევში გადავარდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა. მასში ბელარუსი ტურისტები ისხდნენ, მათ შორის ბავშვი, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. 10-ზე მეტი დაშავებული ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომელიც ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




