გურიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, კურორტ გომისმთიდან მომავალმა მიკროავტობუსმა სოფელ გომში გზის სავალი ნაწილი დატოვა და ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხოელები, კერძოდ ბელარუსიდან არიან.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რამდენიმე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს შორის 2 მცირეწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი გზიდან გასულ წელსაც გადავარდა _ მაშინ „მედალფას“ კლინიკაში 12 დაშავებული მიიყვანეს, მათი უმეტესობაც ბელარუსი ტურისტები იყვნენ.
წაიკითხეთ სრულად: გურიაში, კურორტ გომისმთიდან მომავალი მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს




