„ზოგისთვის ეს მხოლოდ ისტორიის თარიღია, ჩემთვის კი ყველაზე დიდი ტკივილი, რადგან ამ ომმა მამა წაგვართვა მე და ჩემს ძმას. მამა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მაგრამ როცა სამშობლოს დასჭირდა, საკუთარი თავი მის დაცვას შესწირა“ _ წერს სოციალურ ქსელში შინდისის ბრძოლის გმირის, ემზარ წილოსანის შვილი _ მარიამ წილოსანი.
„დღეს ყველასთვის მძიმე დღეა. 18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.
ეს დღე განსაკუთრებული სიმძიმით ახსენებს ტკივილს იმ ოჯახებს, რომლებმაც ამ ომში შვილები,მამები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
ზოგისთვის ეს მხოლოდ ისტორიის თარიღია, ჩემთვის კი ყველაზე დიდი ტკივილი, რადგან ამ ომმა მამა წაგვართვა მე და ჩემს ძმას. მამა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მაგრამ როცა სამშობლოს დასჭირდა, საკუთარი თავი მის დაცვას შესწირა.
მან იცოდა, რომ სამშობლოს დაცვით ოჯახსაც და ჩვენს მომავალსაც დაიცავდა .
წლები გადის, მაგრამ მონატრება არ ნელდება.
მართალია, მამის სითბო მხოლოდ მოგონებად დამრჩა, მაგრამ მისი სახელი, ღირსება და თავდადება ჩემში ყოველთვის იცოცხლებს.
ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაიღეს.
გმირები არ კვდებიან, ისინი მარად ცოცხლობენ ჩვენს გულებში.
დიდება გმირებს!“ _ წერს მარიამი სოციალურ ქსელში.
ასევე წაიკითხეთ: „სამხედრო ნაწილთან მცხოვრებნი დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ, ერთ ალალმართალ, გულიან გურულს“ _ სევდიანი ღიმილის ბიჭი აგარაკის უბნიდან





