„იქ, ზეციუშიც განიცდის საყვარელი ადამიანების დარდსა და წუხილს“ _ ლელა ჩახვაძის ემოციური ისტორია გარდაცვლილ ბიჭზე, რომელმაც ფრანგებს ლანჩხუთი შეაყვარა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლელა ჩახვაძე და ბაჩო ხვედელიძე

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ დილით ბაჩოს დედის შეტყობინება მოვიდა, როგორ ხართ, წუხელ სიზმარი ვნახეო – ბაჩო გვანცას ესაუბრებოდა, წამალს რატომ არსვამო, ისე, როგორც მანამდე,როცა ბაჩო ჩვენს გვერდით იყო. მერე მიიყვანა სადღაც სინათლემდე და თვითონ წავიდაო. აზა იგებს ჩვენგან, რომ გვანცა საავადმყოფოში გადავიყვანეთ ზუსტად წინა დღეს. ოჯახის მოკეთე და გულის ადამიანი იქ, ზეციუშიც ისე წუხს, განიცდის საყვარელი ადამიანების დარდსა და წუხილს, როგორიც აქ შეიძლება ცოცხლებს აღარ ადარდებდეთ. ჩვენც უსაშველოდ გვენატრები, აკლიხარ ნამდვილად ჩვენს ცხოვრებას ძალიან, ჩვენო ღიმილის ბიჭო, დიდო სიყვარულო და დიდო ტკივილო, ჩვენო ბაჩო“ _ წერს პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 22 იანვარს, საფრანგეთში ნიგოითელი ახალგაზრდა ბაჩო ხვედელიძე გარდაიცვალა. მაშინ ლელა ჩახვაძე წერდა, რომ გურულმა ბიჭმა ფრანგებს ლანჩხუთი შეაყვარა.

ასევე წაიკითხეთ: „ფრანგ ექიმებს თხოვდა ძვირადღირებული წამლების გამოწერას და საკუთარი ხარჯებით საქართველოში გზავნიდა… მისი ფრანგი ექთნის შვილი – უგო ნიგოითში ჩამოვიდა და ბაჩო ბოლო გზაზე გააცილა“