ლანჩხუთის პოლიციამ მრავალჯერ ნასამართლევი პირი და უცხოეთის მოქალაქე გრიგოლეთში სახლის გაქურდვის ბრალდებით დააკავა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია " ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შენობა

ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან – საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში  მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.  პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“.

გამოძიება  სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.