გურიაში ხუთმა არასრულწლოვანმა მაღაზია გაქურდა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმიდაში მოხდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მაღაზიიდან გამოსვლის დროს გატეხილ მინაზე ფეხი გაიჭრა.
ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს, რომელსაც ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს შსს-ში _ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ წყალწმინდაში კახა თედორაძემ გამოცემას უთხრა, მაღაზიის გაქურდვის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ არასრულწლოვნების დაკავება სხვა სოფელში მოხდა.





