„იქ მოგეგებებიან ჩვენი მარად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები: თემური, ევგენი, ლია, ერეკლე, მარინა, ციცო, ვახო და გია…“ _ ლელა ჩახვაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლელა ჩახვაძე და მალხაზ პატარაია

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე ავტოავარიაში დაღუპულ მალხაზ პატარაიაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„5 წელი ერთ მერხზე, გვერდით მეჯექი, მახო, მოფერებით _ ფიშტირიკო… წესიერესი, უპრეტენზიო, უკეთილშობილესი, უთბილესი ბიჭი. [ფეისბუქ]პოსტით ვიგებ ამ უმძიმეს ამბავს, ჩემო ბავშვობის მეგობარო.

ნამდვილად ვიყავით გამორჩეული კლასი, ერთმანეთის სიყვარულით, სიახლოვით და ტკივილებითაც.

ჰოდა, ახლა იქ მოგეგებებიან ჩვენი მარად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები: თემური, ევგენი, ლია, ერეკლე, მარინა, ციცო, ვახო და გია…

ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენს თანაკლასელებს და ყველას, ვისაც გული დაწყვიტა ამ უპატიოსნესი ბიჭის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს შენს სულს, ჩემო მახო“ _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მალხაზ პატარაიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.