ლანჩხუთი კარლ ჩერნის IV კონკურსს მასპინძლობს _ მუსიკის მოყვარულთათვის ლამაზი დღეები იწყება

|

Loading

ლანჩხუთში კარლ ჩერნის სახელობის კონკურსის აფიშა

დღეს, ლანჩხუთში, საზეიმოდ გაიხსნება ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, კარლ ჩერნის IV კონკურსი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელია ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.

საქართველოს ხელოვნების აკადემიასთან ერთად ორგანიზატორები არიან ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება და მარიკა ორაგველიძის სამუსიკო სკოლა, რომელიც კონკურსის მასპინძელიცაა.

პირველ დღეს ქართული კლასიკური სიმღერის კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 17:00 საათიდან წარდგებიან: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და გოჩა დათუსანი.

მეორე დღიდან უკვე კონკურსანტების შერჩევა-შეფასება მოხდება. საღამოს 7 საათზე კი, საფორტეფიანო მუსიკის საღამოს შემოგვთავაზებს ლევ დავიდოვი, რომელიც ავსტრიიდან ლანჩხუთში სპეციალურად ამ კონკურსისთვის ჩამოვიდა.

იგი იქნება ჟიურის შემადგენლობაშიც, დათა ჩარბაძესა და ბექა სიხარულიძესთან ერთად. ორივე მათგანი 4 ივნისს, ასევე საღამოს 7 საათზე, საფორტეფიანო მუსიკის საღამოს შესთავაზებს ლანჩხუთელებს.

შარშანდელივით, ჟიურის ვალერიან შიუკაშვილი უხელმძღვანელებს.

5 ივნისს, საღამოს 8 საათზე, მოხდება ფილმის _ „გზა ხელოვნებაში“ პრემიერა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტს, თამაზ ლაფერაშვილს ეძღვნება.

ლანჩხუთში კარლ ჩერნის კონკურსი მეოთხედ ტარდება. ტრადიციულად, 6 ივნისს მოხდება ლაურეატების დაჯილდოება.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ლანჩხუთის მერია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალაზრდულ საქმეთა სამსახური კონკურსის მხარდამჭრერები არიან.

წაიკითხეთ სტატიები წინა კონკურსებზე:

ლანჩხუთში მიმდინარე კლასიკური მუსიკის საღამოები არა მხოლოდ კონკურსანტებისთვის, მაყურებლებისთვისაც დაუვიწყარ დღეებად იქცა!

დღეს საღამოს, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში თქვენ გელოდებათ გამორჩეული შემსრულებლები და დაუვიწყარი მუსიკალური შოუ!

დიდი მაესტრო და ნიჭის ზეიმი ლანჩხუთში… კარლ ჩერნის სახელობის II მუსიკალური კონკურსიც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს