„ვინც ამ წიგნის შინაარსს უკვე გაეცნო, დამეთანხმება, რომ შემდეგი ტომ(ებ)ის გამოცემა საშური საქმეა: „ლანჩხუთის ქრონიკები“ _ სამაგიდო წიგნი არა მხოლოდ ლანჩხუთელთათვის“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | თემურ მარშანიშვილი და „ლანჩხუთის ქრონიკები“

გურული მწერალი, გაზეთ „ლიტერატურული გურიას“ რედაქტორი თემურ მარშანიშვილი ახლახანს გამოსული წიგნს _ „ლანჩხუთის ქრონიკები“ აფასებს:

„ამ ცოტა ხნის წინათ, მქონდა პატივი, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეუმის მუზეუმში, ადგილობრივებთან, ბათუმელ, თბილისელ და ოზურგეთელ სტუმრებთან ერთად, დავსწრებოდი პრეზენტაციას წიგნისა „ლანჩხუთის ქრონიკები“.

როგორც წინათქმაში ვკითხულობთ, ნაშრომი მიეძღვნა „გურიის ერთ-ერთი თვალსაჩინო რაიონის, ლანჩხუთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მნიშვნელოვანი ფაქტების წარმოჩენას უძველესი დროიდან გასაბჭოებამდე.

ის, რაც წიგნში წერია, მცირეოდენი ნაწილია იმ ზღვა მასალისა, რომელიც ლანჩხუთის ისტორიის შესახებ არსებობს და რაც კიდევ დამუშავება-დალაგებას მოითხოვს“.

ახლა, როცა მუზეუმის მენეჯერ ნონა იმნაძის, თანამშრომლების – თინა კალანდარიშვილის, ლალი რამიშვილის, მანანა სიხარულიძის, ინდირა მახარაძის, თამაზ ჩხაიძის, თინა გიორგაძის, ლამზირა გურგენაძის ერთობლივ ნაშრომს გავეცანი, უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი სამაგიდო წიგნი არა მხოლოდ ლანჩხუთელთათვის. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბევრი რამ არ მცოდნია თურმე მშობლიური რაიონის შესახებ. 

ვინც ამ წიგნის შინაარსს უკვე გაეცნო, დამეთანხმება, რომ შემდეგი ტომ(ებ)ის გამოცემა საშური საქმეა.

წიგნის რედაქტორია ცნობილი რეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობაში „ნეკერი“ რევაზ მახარაძის ფინანსური მხარდაჭერით“.

ასევე წაიკითხეთ:

გამოვიდააააა! ყველა გურულის სამაგიდო წიგნი _ „ლანჩხუთის ქრონიკების“ პირველი ნაწილი უკვე გაყიდვაშია: უნიკალური წიგნი სიმბოლურ ფასად!