„ჯიხანჯირის საბუდარადან გაფრენილო, გაზაფხულის მერცხალო… დუმს ჩემი გურია, მთელი სოფელი დავსტირით ანგელოზ ბავშვს“

|

Loading

ნატა თავდგირიძე

ლანჩხუთელი მასწავლებელი ზვიად მახარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს თავისი ყოფილი მოსწავლის, ნატა თავდგირის გარდაცვალების შესახებ:

„რით ვერ გაძეხი, სიკვდილო, რომ ასეთი ანგელოზი გამოგვტაცე ხელიდან… ჩემი სოფელი, ჩემი ხაჯალია და ჯინხანჯირი კიდევ ერთხელ გაეხვია გლოვის შავ სამოსში…

ნატა თავდგირიძე… სიცოცხლით სავსე ანგელოზი…

დუმს ჩემი გურია… დუმს ჩვენი უბანი ვერაგ სიკვდილთან დამარცხებული.

მთელი სოფელი დავსტირით ანგელოზ ბავშვს… ჩემი მოსწავლე, ჩემს თვალწინ გაზრდილი ნატალი…

ჭკვიანი,მუდამ მოწესრიგებული და გულთბილი ბავშვი იყო… ასეთი შემორჩა და დარჩება ჩემს მეხსიერებაში…

მშვიდად განისვენე, ჯიხანჯირის საბუდარადან გაფრენილო გაზაფხულის მერცხალო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“ _ წერს ზვიად მახარაძე.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ნატა თავდგირიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.