ლანჩხუთის სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსნების დღე აღინიშნა, რომელსაც გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, იოსებ ჯორბენაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჩიბათის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, გაიმართა საფეხბურთო მატჩი და დოღი. სტუმრებისთვის მოეწყო მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება.
ჩიბათმა სოფლის სახალხო დღესასწაულს მე-13-ედ უმასპინძლა.

ჩიბათის სტუმრებს მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება შეეძლოთ
გასულ წელს, სოფლის სკვერში გურული მხედრების მონუმენტი გაიხსნა. იდეის ავტორი ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ავთანდილ ჯორბენაძე გახლდათ, რაც მისმა ოჯახმა განახორციელა.
წინა წელს კი, ბატონი ავთოს გარდაცვალების გამო, ჩიბათობა არ ჩატარდა.
2011 წლის 23 მაისს, ჩიბათში სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი გაიხსნა და პირველი ჩიბათობა გაიმართა. სახალხო დღესასწაული ზემოხსენებული მიზეზით 2024 წელს, ხოლო კოვიდ-პანდემიის გამო, 2020-21 წლებში არ გამართულა.




