„20 წელიც არ შემსრულებოდა  და შრომითი საქმიანობისათვის ინვალიდი ვიყავი“ _ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გურიიდან, რომელიც შარშან 100 წლის გახდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | შოთა გოგატაძე ახალგაზრდობაში და 100 წლის იუბილეზე

გურიას მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 2 ცოცხალი ვეტერანი ჰყავს, მათგან ერთ-ერთია 100 წლის შოთა გოგატაძე ოზურგეთიდან.

მის შესახებ სტატია გაზეთმა „ალიონმა“ გამოაქვეყნა.

1925 წლის 15 მაისს დავიბადე. მამა _დიმიტრი ადრე გარდამეცვალა. დედა_ მარო, მოწინავე მეჩაიე იყო…ომის საშინელებამ ჩვენი თაობის თვალწინ ჩაიარა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ომი რომ გამოცხადდა. სკოლაშიც ვწავლობდით და უფროსკლასელები კოლმეურნეობაში შრომით საქმიანობაშიც ვიყავით ჩართულები. ბიჭებს ფრონტისკენ მიგვიწევდა გული. 1943 წელს,სკოლის დამთავრებისთანავე, სკოლის მერხიდან  ომში წავედი.

უკრაინის პირველი ფრონტის შემადგენლობაში იყვნენ ჩვენი ქვეითები. კიევის დაბრუნებისათვის ვიბრძოდით. ძალიან დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა. დავიჭერი… ქალაქ გორკში ვიწექი ჰოსპიტალში… ჭრილობები რომ მოვიშუშე, ბელორუსიის ფრონტზე გამგზავნეს. აქ 1944 წლის ივნისში დაიწყო ოპერაცია „ბაგრატიონი“,  ქ. ვიტებსკის გათავისუფლებისთვის გააფთრებულ ბრძოლებში ვმონაწილეობდი. მძიმედ დავიჭერი. ამჯერად ივანოვოს ოლქში, რაზდლიკის სამხედრო ჰოსპიტალში გამგზავნეს . სხეულიდან ნაღმის ნარჩენები ექიმების რჩევით არ ამომიღეს, მითხრეს სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, ხოლო მისი შინაგან ორგანოებიდან ამოღება შეიძლება მომაკვდინებელი ყოფილიყო.. თუმცა მთელი ცხოვრება სულ მახსენებდა ტკივილი თავს..

1944 წლის ბოლოს ჰოსპიტალიდან გამომწერეს და სახლში გამომიშვეს. 20 წელიც არ შემსრულებოდა  და შრომითი საქმიანობისათვის ინვალიდი ვიყავი. ჯერ სახლში ვმუშაობდი. შემდეგ საპარკეზე დავიწყე შრომითი საქმიანობა…

გავიდა წლები. თანდათან ვიშუშებდი ამ ომისგან მოყენებულ სულიერ და ფიზიკურ ჭრილობებს. შემდეგ თანასოფლელი გოგონა გავიცანი _ ლიანა ვასაძე და სოფლის ამ უბანში დავმკვიდრდი. _სვენებ-სვენებით მოუყვა გამოცემას შოთა გოგატაძემ.

წაიკითხეთ სტატია სრულად: მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანი 100 წლისაა!