ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, ყოფილი გამგებელი და საკრებულოს წევრი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ აშშ-ში დაიღუპა მისი ბავშვობის მეგობარი, ნიგოითელი ბიძინა(ნუკრი) ფირცხალაიშვილი, რომელიც ბოლო წლები უცხოეთში ცხოვრობდა და მძიმე სენს ებრძოდა.
„ჩემო ნუკრი, შენ იმდენად მაგარი მეგობარი იყავი, შენზე წარსულში საუბარი ჩემთვის მოშუშებელი ტკივილი იქნება მთელი ცხოვრება!
მიუხედავად იმ ძალიან დიდი ტერიტორიული სიშორისა, ყოველთვის შეგეძლო შენი დიდი გული და სიყვარული მაქედანაც ყველასთვის გაგენაწილებინა, ხოლო როცა ჩვენთან ერთად იყავი, შენს საყვარელ საქართველოში,ხომ საერთოდ ბედნირებისგან დაფრინავდი.…
არ გემშვიდობები, ჩემო ნუკრი, ჩემო ძმაო, გელოდებით აქ შენს უსაყვარელს ნიგოითში, შენს მიწა-წყალზე, შენს სახლში, რომელიც უსაშველოდ გიყვარდა და მუდამ გენატრებოდა“ _ წერს კახა ასკურავა სოციალურ ქსელში.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ბიძინა ფირცხალაიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ყველა ახლობელს.




