ლანჩხუთელმა ჟურნალისტმა, ღვთისავარ ანთაძემ ქართველ ვარსკვლავზე წიგნი დაწერა: „ხვიჩა კვარაცხელია _ მენტალური მონსტრი“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ღვთისავარ ანთაძე, ხვიჩა კვარაცხელია და წიგნის ყდა

12 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისში, სპორტულ კაფე “მარაკანაში” გაიმართება ლანჩხუთელი ჟურნალისტის, საფეხბურთო ანალიტიკოსის, ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია: ხვიჩა კვარაცხელია – მენტალური მონსტრი.

ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნების წერა მაშინვე დაიწყეს, როცა მან “ნაპოლიში” თავი გამოიჩინა. თოთოეული ეს ნაშრომი ფასეულია, მაგრამ “კვარა” უკვე დრომ გამოსცადა. ამ წიგნში გამოყენებულია მასალები, რომლებიც 2021 წლიდან იწერებოდა, მათ შორის ინტერვიუ ხვიჩასთან, სადაც ის ამბობს, რომ მისი მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. კვარაცხელიამ ეს სურვილი 4 წლის შემდეგ აისრულა“ _ წერს წიგნის ავტორი.

ღვთისავარ ანთაძე პოპულარული სპორტული გაზეთის „ლელოსა“ და ონლაინ-გამოცემა „სპორტალის“ საფეხბურთო მიმომხილველია. პროფესიით სოციოლოგია, 2015 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი.

2010 წლიდან სპორტულ ჟურნალისტიკაშია. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნაცნობი ავტორია, მისი ანალიტიკური სტატიები პოპულარობით სარგებლობს. მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს ჩატარების ადგილიდან აშუქებს, მათ შორის იმყოფებოდა საქართველოსთვის ისტორიულ ევრო-2024-სა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, სადაც „კვარას“ პსჟ-მ გაიმარჯვა.