საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების იანვრის შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა „ლანჩხუთის“ 9 ფეხბურთელი გამოიძახა. ინფორმაციას კლუბის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ეს ფეხბურთელები არიან: სვეტლანა გაბელაია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, ნინო პასიკაშვილი, ტატიანა მატვეევა, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე და ლიზი მწყერაშვილი.
აქედან 6 ახალწვეულია: „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსგან“ ახლახანს დაიბრუნა ნარსია, ასევე მოქმედი ჩემპიონები არიან: გაბელაია, დანელია, ბუხრიკიძე და მწყერაშვილი. პასიკაშვილი გასულ სეზონში „კვარტალში“ თამაშობდა.
საქართველოს ნაკრები C ლიგის მეოთხე ჯგუფის პირველ მატჩში 3 მარტს, სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.





