[ექსკლუზივი] „გურია“, გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობამდე, თბილისში დარჩება, მაგრამ საშინაო შეხვედრებს „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩაატარებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „გურიას“ სტადიონი და გრიგოლეთის ბაზა

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურია“, რომელიც ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება, დედაქალაქში დარჩება, სანამ გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობა არ მოხდება.

თუმცა საშინაო შეხვედრებს გუნდი კვლავ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩაატარებს, რომლის რეაბილიტაცია ასევე იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, „გურია“ ლანჩხუთში საშინაო მატჩის წინადღეს ჩამოვა, სასტუმროში დაბანაკდება და იმავე დღეს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს.

„გურიას“ საცხოვრებელი კორპუსი 1987-2016 წლებში

რა თქმა უნდა, უამინდობის შემთხვევაში, სავარჯიშოდ მოიძებნება სათადარიგო მოედანი. რაც შეეხება სასტუმროს, რადგან ქალაქში არ არსებობს იმ მასშტაბის, რომელიც გუნდი მიღებას შეძლებს, სავარაუდოდ, ზღვისპირეთში იქნება შერჩეული.

შეგახსენებთ, რომ გრიგიოლეთის საწვრთნელი ბაზა 1987 წლის დასაწყისში აშენდა, როცა „გურია“ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. თავიდან იგი 6,5 ჰა ფართობს იკავებდა, ახლა კი, ცოტათი შემცირებულია.

ეს შენობა გრიგოლეთში 2016 წელს გაკეთდა, მაგრამ საცხოვრებლად უვარგისია

2016 წელს, გრიგოლეთში ერთსართულიანი ე.წ. ასაწყობი შენობის ნაცვლად, კაპიტალური ნაგებობა გაკეთდა და მეორე სართული დაემატა. პროექტის ღირებულება 400 ათასი ლარი იყო. თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და შენობაში წყალი ჩავიდა, მალევე გამოვიდა მწყობრიდან საკანალიზაციო სისტემა, გაფუჭდფა იატაკი, დაზიანდა კედლები. 2018 წელს მისი გარემონტებისთვის 20 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა ბაზა დღეს ფუნქციონირებისთვის უვარგისია.

ასევე წაიკითხეთ სიახლეები „გურიას“ თემაზე:

[ექსკლუზივი] „გურიას“ გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის: „გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“… ვინ იქნებიან მის შტაბში და რა პოზიციაზე იმუშავებს თემურ ლორია

მაისაშვილი, იაშვილი, კაპანაძე და სხვები… „გურიას“ ახალი მფლობელები საქართველოს ჩემპიონებს იმატებენ და ლიგა-2-ში გადასვლის გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავენ _ ვინ რჩება ძველი შემადგენლობიდან?

[ექსკლუზივი] 35 წლის შემდეგ, ოთხეული ისევ ერთად _ „გურიას“ სამწვრთნელო შტაბში გია ჩხაიძე ბრუნდება, მეკარეებთან ირაკლი ხვედელიძე იმუშავებს

„გურია“ აღარ ხუმრობს: ლევან კაკუბავა, ცოტნე ჩოთალიშვილი, დავით კიკალიშვილი და ლევან ისიანი… ვინ იქნება შემდეგი?