„ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-16, დიდი ანგარიშით კი, მე-15 შეხვედრა მოიგო და „ნიკე-ლუსოსთან“ ერთად I-II ადგილებს იყოფს.
მატჩი ქუთათურთა სიურპრიზით დაიწყო _ ზუსტად ტაიმის შუაში, „მართვემ“ ანგარიში გახსნა.
თუმცა ლიგის მთავარმა მეგოლემ, ნათია დანელიამ იმერლებს მალევე უპასუხა და 2 წუთში 2 გოლი გაიტანა.
მერე ეთერ სულაშვილმა აიღო სტუმრების კარი და მატჩის ინტრიგა პირველივე ტაიმშივე მოკვდა, 3:1.
მეორე ტაიმში, ტრავმის მერე დაბრუნებულმა ლია სიჭინავამ გოლის გემო გაიხსენა, მატჩის მიწურულს კი, დანელიამ უკვე 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

ეს ოთხეული იბრძოლებს ჩემპიონობისთვის: გუნდები ერთმანეთს 4-4-ჯერ შეხვდებიან
გურულების მთავარ შემტევს 17 შეხვედრაში 36 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ თამაშში 2 გოლზე მეტია. მას 13 ბურთით ჩამორჩება თანაგუნდელი ნინო ბუხრიკიძე, რომელიც ბომბარდირთა დავაში მეორეა.
საბოლოოდ, 5:1 და „ლანჩხუთი“ ჩემპიონობის იბრძოლებს, ხოლო „მართვე“ _ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. თუმცა საქართველოს პირველი ორი ჩემპიონატის გამარჯვებულს ეს არ გაუჭირდება, რადგან ქვედა ექვსეულში გვარიანი მონაგარით შედის.
ქუთათურები მოწინავე ოთხეულში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიოდნენ, თუ დღეს გვიმბალაურში მოიგებდნენ. თუმცა ლანჩხუთში „მართვემ“ ბოლოს 2017 წლის 7 ნოემბერს მოიგო…
28.06.2026 | გვიმბალაური, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | ლანჩხუთი 5:1 მართვე
0:1 მარუაშვილი (22), 1:1, 2:1, 5:1 დანელია (31, 33, 85 პენ.), 3:1 სულაშვილი (40), 4:1 სიჭინავა (61)
ლანჩხუთი: თაბაგარი, ნარსია (46′ სიჭინავა), ჩხარტიშვილი, მურილო, ჯოჯუა (67′ გუჯაბიძე), რასელი, პასიკაშვილი, დანელია, ბუხრიკიძე (81′ ცეცხლაძე), მწყერაშვილი (67′ მწყერაშვილი), სულაშვილი.




