ციცების კუთხური გოლია! „ლანჩხუთმა“ ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო, 10-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა… რა სჭირს კამარგოს?

|

Loading

„ლანჩხუთმა“ ზედიზედე მე-11 შეხვედრა მოიგო

„ლანჩხუთი“ თბილისში ესტუმრა არცთუ დიდი ხნის წინ თავისივე კონკურენტ „კვარტალს“, რომელსაც ახლა კარგი დრო არ უდგას, თუმცა არც ისეთ დღეშია, ვინმემ იოლად დაჯაბნოს…

ახლაც ასე იყო: გურულებს ძალიან გაუჭირდათ იმ გუნდის ძლევა, ვისთანაც 2 წლის წინ, ჩემპიონის ბედს არკვევდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, 60 წუთი ისე მიილია, გურულება ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს.

თუმცა მერე ლეგიონერებმა იყოჩაღეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ორივეჯერ კუთხური მოაწოდა ეთერ სულაშვილმა _ პირველ ჯერზე, მარია მურილომ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში, მეორე შემთხვევაში, კი „ათიანის“ მოწოდებულს დედაქალაქელთა საჯარიმოში არეულობა და ჰანა რასელის გოლი მოჰყვა.

სხვათა შორის, „ლანჩხუთის“ მიერ ბოლო თამაშებში გატანილი გოლებიდან უმეტესობა კუთხურიდან მოწოდების შემდეგ გავიდა.

გურულებმა ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგეს (რაც ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია), 13 ტურში კი _ 10 შემთხვევაში საკუთარი კარი მშრალად შეინახეს.

ქალთა ლიგაში ისევ ორხელისუფლიანობაა

ეს მიღწევა კი კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ „ლანჩხუთის“ მოკლე სათადარიგო სკამს გავითვალისწინებთ. მაგალითად, „კვარტალთან“ გიორგი ჩხაიძეს თადარიგში მხოლოდ 4 მოთამაშე ჰყავდა.

ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიეცა დასვენების საშუელება გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, გაბრიელა კამარგოს. კოლუმბიელს მცირე ტრავმა აწუხებს და მის გუნდს გოლი კიდევ რამდენიმე წუთი რომ არ გაეტანა, ალბათ, ბოლო წუთებში გარისკევდნენ მის თამაშს.

შემდეგ შეხვედრას ციცები 26 მაისს, გვიმბალაურში „ელიტას“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელსაც სტუმრად 7:0 მოუგეს.

22.05.2026 | თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი | კვარტალი 0:2 ლანჩხუთი 0:1 მურილო (60′), 0:2 რასელი (79′)

ლანჩხუთი: თაბაგარი, გუჯაბიძე, მურილო, ჩხარტიშვილი, ნარსია, რასელი, პასიკაშვილი (65′ პასიკაშვილი), დანელია, მწყერაშვილი ბუხრიკიძე, სულაშვილი