გუშინ, ბათუმში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“ ავრცელებს. გარდაცვლილი ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძეა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა და როგორც თვითმხილველები წერენ, მას ავტომობილით უკრაინელი გოგონა შეეჯახა.
ზურა ჩოჩხათის თემიდანაა, შრომოსუბნელია. მისი მამა, უკეთილშობილესი რამაზ ჩხაიძე ლანჩხუთი-ჩოჩხათის მიკროავტობუსის მძღოლი, თანასოფლელთა შემხიდე და იმედია.
„22 ნოემბერს ქორწილი ქონდა, დაიფსო ოჯახი, ერთი ბიჭი ყავდა, რა ოჯახისშვილი იყავი, ზურიკო… ეს არის ჩვენი სოფლის მწუხარება. რა სიხარული ჰქონდათ, რძალი მომყავსო, მამაშენი იძახდა, ისე უხაროდა და ეს რა დამართეს. წაგვართვეს ჩვენი ზურა, კეთილი ადამიანი, ნათელი შენს სულს. გუშინ, მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და სიკვდილს გადარჩა, დღეს მისი შვილი ვერ გადარჩა… დედამისი თუ გადაიტანს, ინფარქტიანია საწყალი, 22-ში ქორწილს ელოდა და ასეთი ტრაგედია მოხდა“ _ წერენ ახლობლები.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ზურა ჩხაიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ყველა ახლობელს.


