ცესკო: 15 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 28,22%-ია (R)

|

Loading

ბრიფინგი ცესკოში

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-სშეადგენს.

„კენჭისყრა ძირითადადმშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით,  მიუხედავად იმისა რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები,  გვესმის დაუსაბუთებული ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ,  რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული.  ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რას ჩივი?