დღეს, ლანჩხუთელი გმირების, ჯამბულათ ხოფერია უფროსის დედისა და ჯამბულათ ხოფერია უმცროსის ბებიას, თინა ხოფერიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
„დღეს, უფლის სამსჯავროზე, თინა დეიდა, სააქაოში გავლილ ურთულეს, მოწამოებრივ გზას დაინახავს უფალი, შენს ნაკეთებ ყველა კეთილ საქმეს, შენს დიდ, თბილ გულს და საბოლოოდ გაგვიფრინდება შენი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც შენს ვაჟკაცებს მოესიყვარულები“ _ წერს საფრანგეთში მცხოვრები ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ლელა ჩახვაძე სოციალურ ქსელში.
იგი ასევე წერს: „მე ჯერ კიდევ ვერ გავითავისე შენი არყოფნა, ხო, ნამდვილად დამიობლდა სული შენს გარეშე. გამოსავალს ვეძებ შესაგუებლად, ყველა ჩემს ქმედებაში შენს შეფასებებს ვიშველიებ და მაშინ ვფიქრობ, ახლოს ხარ ჩემთან. ვცდილობ, ყველა შენი დარიგება გავითვალისწინო, ახლა უფრო. მადლობა, ჩემო გულო, ჩემი ცხოვრების ნათელო ადამიანო, იმისთვის, რაც ჩემთვის გიკეთებია. მადლობა, რომ ჩემს სიზმრებში ხარ, ისე ცხადად, კარგა ხანს ნამდვილობის საამო შეგრძნება მიმყვება. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ და მენატრები“ _ წერს ლელა ჩახვაძე.


