ლანჩხუთის ქუჩებში კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს ვეღარ შევხვდებით _ კაცს, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა შინაგანი სიკეთე, ღირსება და კეთილშობილება.
სულაც არ არის გასაკვირი, მურმან ჩხაიძის გარდაცვალებას ასეთი ტკივილიანი სიტყვებით რომ ეხმაურებიან:
„ჩვენო უფროსო მეგობარო, საუკეთესო ადამიანი იყავით. შენი სიკეთე, სიყვარული, ადამიანობა და პატივისცემა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. რუსთაველის ქუჩას შენი სახელი და კვალი ყოველთვის დაამშვენებს, ხოლო შენს ადამიანობას ჩვენს მომავალ თაობებსაც მოვუყვებით. ძალიან მოგვენატრები…“
ცოტა ხნის წინ 85 წელი შეუსრულდა…
კიდევ დიდხანს გვინდოდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო, თუმცა თავის უსაყვარლეს მეუღლეს — ქალბატონ ეთერს შეუერთდა, რომელთან განშორებაც, ალბათ, ყველაზე მძიმე ტკივილი იყო მისთვის.
ამ ოჯახის თანადგომა და ხელშეწყობა უმძიმეს წლებში ასეულობით ლანჩხუთელმა საკუთარ თავზე გამოსცადა…
ნათელში იყავი, კეთილო ადამიანო!
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მურმან ჩხაიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




