„შენი გულმოკლული დედა ამაყია შენი განვლილი ცხოვრებით“ [ქეთევან წერეთლის ტკივილიანი მონატრება]

|

Loading

დედი, ჩემო დიდო ტკივილო და უსაშველო მონატრებავ, იმიერში გილოცავ დაბადების დღეს.
შენთან დაშორებამ მეც მომკლა, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო. მას მერე მოსიარულე მიცვალებულიც არ ვარ, რადგან ვეღარც დავდივარ…
მაპატიე, დედი, შენთანაც რომ ვერ მოვდივარ…
დღე და საათი კი არა, წუთი და წამი არ არსებობს ჩემთვის შენს გარეშე და რაც მაცოცხლებს, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია, ის თბილი სიტყვები და მოგონებებია, რასაც შენს მიმართ არ იშურებენ შენი მეგობრები, კოლეგები, ნათესავები, ახლობლები და ნაცნობები…
ქეთი, ჩემო თბილო და ტკბილო, შენი გულმოკლული დედა ამაყია შენი განვლილი ცხოვრებით, შენს მიერ გაკეთებული სიკეთეებითა და ადამიანობით, რაც მჯერა, უფლისკენ მიმავალ გზას გაგინათებდა…
მჯერა, რომ რჩეულთა შორის ხარ და უფალი ნათელში ამყოფებს შენს ლამაზ სულს.
დედი, 8 მარტსაც გილოცავ, ჩემო გემრიელო…
იმ დღეზე ვოცნებობ, როცა შევხვდებით და ისე ჩაგიხუტებ, ხელს არასოდეს გაგიშვებ…
მანამდე კი შენზე მოგონებებით ვიქნები, შვილო…
შენი გულმოკლული დედა დოდო წერეთელი

რას ჩივი?