კიდევ ერთი ტკივილი ლანჩხუთის #2 საშუალო სკოლის 1978-79 წლის კურსდამთავრებულებისთვის. მუხანათმა სიკვდილმა წაგვართვა ჩვენი ბავშვობის სკოლის მეგობარი მამუკა სირაძე.
ბევრი იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდა, დაუნდობელი სენის წინააღმდეგ.
როგორ გვიხაროდა შეხვედრები… ბოლო შეხვედრაზე შენი ჯანმრთელობის გამო არ იყავი…
რატომ წაართვი დედას შვილი, დაუნდობელო და ვერაგო სიკვდილო…
ყველას გული დაგვწყვიტე ამ დილით, მამუკა… მაგრამ შენ იცი, რომ ჩვენ არ დაგივიწყებთ არასოდეს… ძალიან დაგვაკლდები…
თანავუგრძნობთ ოჯახს და ახლობლებს. იძინე ტკბილად, ჩვენო მეგობარო… შეხვედრამდე…
ნატო გოგიჩაიშვილი