„ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა

|

Loading

ლაითურის საბავშვო ბაღი | 23.03.2026 წ.

„ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ლაითურის #2 საბავშვო ბაღის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ამავე ბაღის შესასვლელ  ჭიშკარზე სიმბოლურად სათამაშოებია ჩამოკიდული.

„მთელი კოლექტივი სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ აუტანელი ტკივილის გამოსახატად… ნიაკოს ნათელი ღიმილი, მისი ცელქი გამოხედვა და უსაზღვრო სითბოს გამოხატვა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენს ბაღში. თეკლა, არ არსებობს სიტყვა, რომელიც ასეთ ტკივილს შეგიმსუბუქებს… მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ვიზიარებთ შენს გაუსაძლის ტკივილს მთელი გულით. ღმერთმა მოგცეთ ძალა, გაუძლოთ ამ უმძიმეს განსაცდელს. შენს გვერდით ვართ ყველა. ნიაკო პატარა ანგელოზად გვექცა და მისი ნათელი სული მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“ _ წერია ბაღის ფეისბუქ-გვერდზე.

ასევე მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი: „შეუძლებელია სიტყვებით შეივსოს ის სიცარიელე, რაც ასეთ დროს რჩება. ვიზიარებთ ოჯახის უდიდეს ტკივილს და ამ მძიმე წუთებში გულითადად ვუსამძიმრებთ დედას – თეკლა ხალვაშს, მთელ ოჯახს და ახლობლებს. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“ _აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გურიაში ტრაგედია დატრიალდა _ უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა.

„ჩემი დიდი ოჯახის დიდო სიყვარულო და უკვე ტკივილად ქცეულო ანგელოზო, ბე!ჩემო თვალკაკაბავ, ბე!ჩემო ნიაკო, გაზაფხულის ყოჩივარდასავით მოკლე სიცოცხლიანო, ბე! ჩემო მოუსვენარო…როგორ იტევდა შენი პაწაწინა გული ამდენ სიყვარულს, სულ რაღაც ხუთ წელში ყველას როგორ დაამახსოვრე თავი, ბე?!ჩემი დის შვილისშვილო, ჩემო თვალგიშერავ“ _ წერს ულამაზესი პრინცესას ბებია ნანა შაინიძე, ლანჩხუთელი ხელოვანი, რომელიც ახლა აჭარის კულტურის სფეროში საქმიანობს.

„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს პატარა ანგელოზის, ნიაკო დარჩიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახის წევრებს, ნანა შაინიძეს, ყველა ახლობელს.