„უდიდესი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისა და მთელი რაიონისთვის“ [ნანი ებრალიძის გახსნება]

|

Loading

40 დღე გავიდა ნანი ებრალიძის გარდაცვალებიდან…

30 წელი ლანჩხუთის მთავარ საავადმყოფოში მუშაობდა. პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და სიყვარულით ემსახურებოდა საკუთარ საქმეს და ადამიანებს.

მძიმე სენთან ბრძოლაშიც კი, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე, გამოხატავდა სითბოს, ყურადღებასა და მადლიერებას.

მუდამ ხალისიანი, მომღიმარი და სიკეთით სავსე ადამიანი იყო – მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისა და მთელი რაიონისთვის.

მარადიული ხსოვნა და ცათა სასუფეველი მის წმინდა სულს.

რას ჩივი?