სოფელ წყალწმინდაში 5-მა არასრულწლოვანმა მაღაზია გაქურდა, ერთ-ერთმა გატეხილ მინაზე ფეხი გაიჭრა _ რას ამბობენ შსს-ში?

|

Loading

გურიაში 23 წლის ბიჭმა მეზობელი მოკლა

გურიაში ხუთმა არასრულწლოვანმა მაღაზია გაქურდა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმიდაში მოხდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მაღაზიიდან გამოსვლის დროს გატეხილ მინაზე ფეხი გაიჭრა.

ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს, რომელსაც ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს შსს-ში _ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ წყალწმინდაში კახა თედორაძემ გამოცემას უთხრა, მაღაზიის გაქურდვის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ არასრულწლოვნების დაკავება სხვა სოფელში მოხდა.