9 სექტემბერს 70 წლის გახდებოდი, ჩვენო კეთილო, იუმორით სავსე და მხიარულო მარინე.
ავადმყოფობამ არ დაგაცადა შენს მეორე ოჯახში ყოფნა, რასაც სამსახური ჰქვია.
ძალიან დაგვაკლდი…
გარდაცვალების დღეს სამსახურში ყველას დაურეკე, ყველა დალოცე და სიკეთე გვისურვე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.
რას ვიფიქრებდით, მეორე დილით შენი გარდაცვალების ამბავს თუ გავიგებდით.
გვჯერა, რომ შენ ღმერთმა დაგიმკვიდრა ნათელი სასუფეველი.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები!
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის თანამშრომლები


