◾️ | შვილები: ცირა, ბადრი რუსიძეები; რძალი ნინო ჩხაიძე; მული ლაურა; სიძე გიზო სებისკვერაძე; შვილიშვილები: რევაზ რუსიძე, მარიამ, ნოე სებისკვერაძეები; მზახლები: ნელი, ნუგზარ ჩხაიძეები; დისშვილები, ძმისშვილები, მულისშვილები და ახლო ნათესავები
იუწყებიან, რომ გარდაიცვალა
ციალა კაპიტოს ასული პატარაია-რუსიძისა.
დაკრძალვა: სამშაბათს, 5 აგვისტოს, 15 სთ.-ზე,
გორისგვერდის სასაფლაოზე.
„გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.
◾️ | ჩემო ციალო, უძლურია ყველა სიტყვა…
ვიცი, უფლისაგან გამორჩეული იქნები, შენნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ერთი ადამიანიც არ მეგულება შენგან გულნატკენი…
წყნარი, უწყინარი, უპრეტენზიო…
პატიოსნად, ობლობაში გაზარდე შვილები… მე კი შენი საფიცარი რძალი ვიყავი, რა უნდა მეთქვა ან მემოქმედა, არ გაგეგო, გვერდით არ დამდგომოდი…
მშვიდად განისვენე… მადლობა, რომ თბილი მოგონებები მაჩუქე…
ნინო ჩხაიძე


