მისაკრავი სუვენირი „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით _ „სოკარის“ საჩუქარი ლანჩხუთელებს… „გურია თუდეის“ გამოხმაურების შემდეგ, კომპანიამ მილოცვა მცდარი ფოტოთი წაშალა

|

Loading

ფოტომონტაჟი | „სოკარის“ ავტოგასამართი სადგური ლანჩხუთში და მისაკრავი სუვენირი

ლანჩხუთის სახალხო ზეიმის აღსანიშნავად, „სოკარმა“ „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით მისაკრავი სუვენირები დაამზადა და გვიმბალაურში, ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცემს.

გუშინ საღამოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის თემატიკის სუვენირებს დაარიგებდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, რომ მასზე ლანჩხუთის სიმბოლოს, აჯანყებული გურულის ძეგლის გამოსახულება იქნებოდა დატანილი. სიურპრიზმა ლანჩხუთელები ძალიან გაახარა, რაც სოციალურ ქსელში კომენტარებიდანაც დასტურდება.

მისაკრავი სუვენირი „აჯანყებული გურულის“ გამოსახულებით

ზემოხსენებულ მისალოცში ლანჩხუთის ნაცვლად ფოთის ფოტო იყო გამოსახული. „გურია თუდეი“ ამის შესახებ წერდა [იხილეთ სტატია: „შემოიარე ლანჩხუთის ავტოგასამართ სადგურზე და მიიღე ქალაქის თემატიკის მაცივრის მაგნიტი“ – ლანჩხუთელებს სახალხო დღესასწაული „სოკარმა“ ფოთის ფოტოთი მიულოცა]

ამ დროისთვის, SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდზე მილოცვა მცდარი ფოტოთი აღარ იძებნება.