„დღევანდელ მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი – მოედანზე შემოჭრილმა „ნიკე-ლუსოს“ ჩვენ შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქსკ ლანჩხუთის ფეხბურთელებს, დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა” – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
“ლანჩხუთი” ასევე აცხადებს, რომ მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა მოედანზე შემოსვლა დაიწყო საფინალო სასტვენამდე: “ჩვენს მეტოქეებს გვინდა შევახსენოთ, რომ ფეხბურთში კრივისაგან განსხვავებული წესები მოქმედებს, ქალების და ბავშვების ცემით ჩემპიონობა არ მიიღწევა”.
„გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ფეხბურთელების, მათ შორის არასრულწლოვნების უსაფრთხოება, კლუბი მიმართავს რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა ზომას, შესაბამისი პასუხისმგებლობების დადგომის და მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნის ჩათვლით” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:





