„მაყვლის საძებნად წავიდა და გაუჩინარდა“ – გურიაში 88 წლის ლარგო ვასაძეს ეძებენ, სამწუხაროდ, არ უნახავთ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილიც

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გომისმთის ხედი, ზურაბ უსტიაშვილი და ლარგო ვასაძე

გურიაში ორ ხანდაზმულ მამაკაცს ეძებენ _ გომისმთაზე მცხოვრებ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილსა და ლიხაურში მცხოვრებ 88 წლის ლარგო ვასაძეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე მოხუცი აგვისტოს თვეში დაიკარგა და ჯერ არ უნახავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლარგო ვასაძე მაყვლის საძებნად იყო და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაგნეს.

რაც შეეხება ზურაბ უსტიაშვილს, „გურია თუდეი“ მის შესახებ რამდენჯერმე წერდა. იგი გომისმთაზე შვილიშვილის მოსაკითხად წავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაკვლიეს.

„ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თით­ქოს ბა­ბუა ტექ­ნო ფეს­ტი­ვალს ეს­წრე­ბო­და. ბა­ბუა და ბე­ბია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ გო­მისმთა­ზე. შვი­ლიშ­ვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ძა­ლი­ან დიდი ნის­ლი რომ წა­მო­ვი­და, უკან დაბ­რუნ­და ალ­ბათ სახ­ლის­კენ და გზას ვე­ღარ მი­აგ­ნო. ბებო გა­აფრ­თხი­ლა, გა­ვალ, ვნა­ხავ, სად არის წა­სუ­ლიო. მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ცია, გე­ოგ­რა­ფი­ას ას­წავ­ლი­და წლე­ბი, დი­რექ­ტო­რიც იყო. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია, არც ფეხი უშ­ლი­და, არც გული აწუ­ხებ­და. ერ­თა­დერ­თი ხე­დავ­და ცუ­დად“ _ უთხრა „ამბები.ჯი“-ს დაკარგული კაცის შვილიშვილმა.

85 წლის ზურაბ უსტიაშვილს ოჯახი მეათე დღეა ეძებს, ხოლო 88 წლის ლარგო ვასაძეს _ 17 აგვისტოდან.

თუ ვინმე შენიშნავთ აღნიშნულ პიროვნებებს, დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 592101274 (ლარგო ვასაძის შვილიშვილი), 511 414116 (ზურაბ უსტიაშვილის შვილიშვილი).

რას ჩივი?