ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ გოდერძი ქურიძესთან ერთად, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო დღესასწაულს _ „მამათობა-2025“-ს დაესწრო.
ღონისძიებაში ანსამბლებმა, „ხელხვავმა“ და „აცაურამ“, ასევე, ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სოფლის დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და თემატური გამოფენა.


