„მადლობა, რომ სუფთა წარსული და სუფთა ოჯახი დაგვიტოვე“ [რევაზ ფაცურიას გამოსათხოვარი]

|

Loading

მამა, შენი ცხოვრების მანძილზე, შენი თანამდებობებზე მუშაობის მანძილზე, არსად არავინ გაგიწირავს, არსად არავინ მოგიტყუებია. მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, ყოველთვის სინდისიანი ლუკმა მოგქონდა შენს ოჯახში.

ყველას გულშემატკივარი და ჭირის გამზიარებელი იყავი. სამაგალითო მეუღლე, მამა და ბაბუა…

ისე აღვზრდი დამიანეს, როგორც შენ გიხაროდა, მე და კაკო შენს კერას არ გავაციებთ, მამა.

შენს ფუტკარს მე მოვუვლი, ხომ მასწავლე…

მიმძიმს შენთან გამომშვიდობება.

სამუდამოდ დარჩება ყველაფერი, რასაც შენი კეთილი ხელი შეხებია. 

მადლობა, რომ სუფთა წარსული და სუფთა ოჯახი დაგვიტოვე, ჩვენ ამაყად და სამუდამოდ ვახსენებთ შენს დიად სახელს, ისე, როგორც შენ გეკადრებოდა!

მარიამ მოქია

რას ჩივი?