გუშინ, მთელმა საქართველომ იხილა „საქართველოს ბანკში“ მძარცველის შესვლისა და იქიდან 500 ათასი დოლარის გატაცების ამბავი.
მოგეხსენებათ, გურული კაცი რთულ ვითარებაშიც არ კარგავს იუმორის სურვილს და გთავაზობთ საუკეთესო კომენტარებს:
$ „პასუხი კითხვაზე, რაფერ მივიღოთ ფული ბანკიდან უდაბლესი პროცენტით, გაცემულია“;
$ „ყველაზე მაგრა „საქართველოს ბანკმა“ იმოქმედა. ხელყუმბარიანი ტერორისტი შეუვარდათ, 43 მძევალი ეიყვანა და მაინც მოახერხეს და თავისი ერთი თეთრიც არ გაატანეს“ (თუმცა გუშინ შსს მინისტრმა თქვა, რომ ფული ბანკმა გაიღო _ რედ.).
$ „მეგრელებს, მარტო ერთმანეთის კი არა, ბანკის გატანაც გცოდნიათ!“
$ „არ გაჩერდე! „საქართველოს ბანკის“ რეკლამა თან სულ თვალწინ უტრიალებდა და დღესაც ქობულეთში გაგრძელდა...“
$ „ნეტა, საკომისიო ჩამოაჭრეს?“
$ „თიბისი ბანკში“ რო შესულიყო, ხაზარაძე პროცენტში გაატანდა მაგ თანხას…“
$ „60 ათასი მაინც შეეწერათ მმართველი პარტიისთვის“
$ „ძალიან კეთილი ჯიბგირი ყოფილა, ხაჭაპური შუუთავაზებია და თუ გცხელათ, კონდინცინერს ჩაგირთავთო. ნახევარი მილიონი მიქონდა და 2-ლარიან ხაჭაპურებს რეიზა არ აჭუმდა…“
ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა, კახა ასკურავამ, აქაოდა, ყველაფერს „ნაცებს“ გვაბრალებენო, დაწერა: „დღეს, 14-დან 15 საათამდე საქმე მაქვს „საქართველოს ბანკის“~” ლანჩხუთის ფილიალში, თუ ამ დროისთვის მოხდა ბანკზე თავდასხმა, მე არაფერ შუაში არ ვარ, დედას გეფიცებით!“
მთავარი მაინც სოციალური ქსელის „ამფეთქებელი“ ფოტოა, „საქართველოს ბანკის“ ლანჩხუთის ფილიალის შესასვლელში გადაღებული _ როგორც ხედავთ, კიბეებზე ძაღლები არიან „გამაგრებულები“ და გურულები ამას ხელიდან როგორ გავუშვებდით და წაწერაც ისეთია, გურულებს რომ გვეკადრება _ ლანჩხუთის ფილიალის დაცვა გააძლიერეს…
არაა საჭირო, თუ რავა, ძამა?


