„ლანჩხუთში დაბადებულმა კაცმა უამრავ ემიგრანტს გაუკვალა გზა… ფასდაუდებელია მისი და მისი ოჯახის ღვაწლი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში“ _ დავით გოგუაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

|

Loading

დავით გოგუაძე (მარცხნივ) და სულიკო ჭეიშვილი

ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის, გია გოგუაძის შვილი, დავით გოგუაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„გარდაიცვალა ლანჩხუთზე და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული – სულიკო ჭეიშვილი. ფასდაუდებელია მისი და მისი ოჯახის ღვაწლი ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში. ლანჩხუთში დაბადებულმა კაცმა უამრავ ემიგრანტს გაუკვალა გზა შორეულ აღმოსავლეთში. მეამაყება, მაქვს ბედნიერება, ვიყო თქვენი ოჯახის მეგობარი. მადლობა დიდი ღვაწლისთვის, დიდი ადამიანობისთვის, დიდი სიყვარულისთვის. წმინდა ქალაქ იერუსალიმში განუტევეთ სული, ჩვენო უფროსო მეგობარო. ღმერთმა გაცხონოთ საუფლო სავანეში. მშვიდობით, ბატონო სულიკო“ _ წერს დავით გოგუაძე სოციალურ ქსელში.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს სულიკო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?