ლანჩხუთში „გახარია საქართველოსთვის“ „რვიანი“: ერთი „ოცნებას“ ლექსებს „უძღვნის“, მე-2 ოპოზიციიდან იგებს, მე-3 ყოფილი პატრულია, მე-4 – ანამბლის ხელმძღვანელი, მე-5 – მერობის კანდიდატის შვილი…

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მაკა მშვიდობაძე, ჯუმბერ ბლაგიძე, გია იმნაიშვილი და ვალიკო მეგლაძე

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთში „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი და მეორე ნომრები საკრებულოს წევრები: ჯუმბერ ბლაგიძე და მაკა მშვიდობაძე იქნებიან. ეს უკანასკნელი ყოფილი პატრულია და მისი პოლიტიკა გახარიას გუნდთან ერთად იწყება. იგი ნიგოითის მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მოქმედი მაჟორიტარის, ზაზა წულაძის კონკურენტი იქნება.

რაც შეეხება ჯუმბერ ბლაგიძეს, იგი ორჯერ იყო სუფსის მაჟორიტარი, ორივე შემთხვევაში არასახელისუფლო გუნდიდან. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მოახერხდა სოფელში წარმატების მიღწევა. ამჟამადაც იგი სოფლის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. მის კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ მოქმედი ამჟორიტარი ია მოქიაა, ჩვენი ინფორმაციით, კანდიდატურას დააყენებს „კონერვატორები საქართველოსთვის“.

ქალაქში პარტია ვალიკო (ალეკო) მგელაძეს დააყენებს, რომელიც წლების წინ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. გამოირჩევა სკანდალებით _ ცნობილია, რომ მგელაძე ზაზა ურუშაძის გამგებლობის დროს, მისი კაბინეტის ფანჯრიდან ხტებოდა. იგი სახელისუფლებო გუნდს დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს და ადგილობრივ ლიდერებს სარკასტულ და ირონიულ ლექსებს „უძღვნის“ თავის ფეისბუქგვერდზე.

მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ებრალიძე იქნება.

„გახარია საქართველოსთვის“ აცანაში მაჟორიტარობის კანდიდატად ლანჩხუთის მერობისთვის მებრძოლი დავით ჩხაიძის შვილს, ჯუნა ჩხაიძეს დაასახელებს. მისი კონკურენტი მმართველი გუნდიდან მაია ლომთაძე იქნება, ამჟამინდელი მაჟორიტარის, ემზარ თევდორაძის მეუღლე.

ჩიბათის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო პატარაია იქნება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩახვაძეს დაუპირისპირდება, ხოლო ნიგვზიანში გოჩა შავაძე შეეცდება „ქართული ოცნების“ მარადიული კანდიდატის, ბესიკ ტაბიძის ჰეგემონიის დარღვევას _ საკრებულოს მოქმედი თავჯდომარე თავის თემში ძალიან მაღალი შედეგებით იგებს.

გვიმბალაურიდან ეცდება საკრებულოში მოხვედრას შალვა ჩხაიძე, მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ ახალი სახე ტატო ურუშაძეა.

შუხუთის მაჟორიტარობისთვის ორი იმნაიშვილი იბრძოლებს _ გიორგი „ქართული ოცნების“ სიით მოქმედი საკრებულოს წევრი, ხოლო ანსამბლ „ფერხულის“ ხელმძღვანელი გია (გივი) იმნაიშვილი „გახარიას საქართველოსთვის“ სახელით ეცდება სოფელში გამარჯვებას. ამასთან, იგი არის პარტიულ სიაში ისევე, როგორც სხვა 7 მაჟორიტარობის კანდიდატი. გახარიას გუნდი ლანჩხუთში მაჟორიტარების წინა პლანზე წამოწევით შეეცდება საკრებულოში ამბიციურად მოხვედრას.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს, დავით ჩხაიძეს მხარს „ძლიერი საქართველო – ლელო“ დაუჭერს, რომელმაც გახარიას გუნდთან შეთანხმებით გადაინაწილა ლანჩხუთის მაჟორიტარული უბნები.

რას ჩივი?